მსოფლიო ბანკი – ანა ბიერდემ და გიორგი გახარიამ ისაუბრეს პოსტპანდემიურ ეტაპზე მსოფლიო ბანკის შესაძლო დახმარებაზე, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ანა ბიერდეს შეხვედრას მსოფლიო ბანკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გერდზე ეხმაურება.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საუბრის მთავარი თემები ვაქცინაციის გეგმები, რეფორმების დღის წესრიგი და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი იყო.

„საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკის შესაძლო დახმარებას პოსტპანდემიურ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობას”, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.