ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ნიკა მელია

“ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია, ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ის გირაოს გადახდას არ აპირებს და არც დაპატიმრების ეშინია, რადგან “ყველა უკანონობას აქვს ლიმიტი”.

“ყველა უკანონობას აქვს ლიმიტი, ყველაფერს აქვს საზღვარი, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ის უსამართლობის სიმბოლო, რაც მაჯაზე მეკეთა, მომეშორებინა და ეს იყო ერთგვარი პროტესტი, რა გააკეთა “ოცნებამ?” ის ვალდებული იყო მოსულიყო ჩემთან სახლში, წარმოედგინა ახალი სამაჯური და ეთქვა: აი, თქვენ რომ სამაჯური გადააგდეთ, ახალი სამაჯური მოგიტანეთ… ამის ნაცვლად, ისინი წავიდნენ სასამართლოში…” – ამბობს ნიკა მელია.