მიხეილ სარჯველაძე – თუკი წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კულტურას საქართველოში ნამდვილად დიდი პერსპექტივები გაუჩნდება

თუკი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კულტურას საქართველოში ნამდვილად დიდი პერსპექტივები გაუჩნდება, – ასე უპასუხა ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნას.

“ის არის საუკეთესო კანდიდატი, რომელიც დიდ წარმატებას ნებისმიერ სფეროში შესძლებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება.

არსებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება.