თამარ გაბუნია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული მოვლენები მოსალოდნელი არ არის

ალერგია საყურადღებოა და ადამიანის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინაცია ჩაუტარდება. უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული მოვლენები მოსალოდნელი არ არის, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განცხადება.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც დეტალურადაა განსაზღვრული, რა შეკითხვები უნდა დაისვას, მდგომარეობის შესაფასებლად ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა. ამ მიმართულებით კლინიკებში ტრენინგი დაწყებულია.

„ფაიზერისა“ და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინას აქვს განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით გახდება ცნობილი. საინფორმაციო პაკეტში დეტალურადაა გაწერილი ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის ვაქცინაციისას ალერგიული მოვლენები არ დაფიქსირებულა. „რისკები მინიმალურია, მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.