საქართველოში კორონავირუსი კიდევ 557 ადამიანს დაუდასტურდა, 639 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 557 ადამიანს დაუდასტურდა, 639 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 21 890 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 13 380 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 510 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 264 158 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 256 024, გარდაიცვალა 3 321 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 083. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 290 მოქალაქე.