ჰუბერტ ქნირში – მინდა განვმარტო, რომ გერმანიაში დასაქმების პროგრამა არ არის მიგრაციის პროექტი, ეს არის  დროებითი, სეზონური სამუშაო, რომელსაც დიდი ხნის შემდეგ საქართველოდან ვიწყებთ

მიღწეული შეთანხმება არის შედეგი იმ ორწლიანი მუშაობისა, რომელში ერთის მხრივ, ჩართულნი იყვნენ საქართველოს დასაქმების სააგენტო და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მეორე მხრივ კი, ,გერმანიის დასაქმების სააგენტო, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა  ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა, პროგრამის მაქსიმალური ვადა 90 დღე არის.

„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ეს აღნიშნული დასაქმების პროგრამა არ არის გერმანიაში მიგრაციის პროექტი, ეს არის  დროებითი, სეზონური სამუშაო, რომელიც მაქსისუმ 90 დღე(3თვე) გრძელდება.  სამუშაო ადგილები სოფლის მეურნეობის დარგში იქნება და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ამ დარგს კარგად იცნობს.

მინდა ასევე ავღნიშნო, რომ გერმანია მსგავს პროგრამას სხვა ქვეყნებთან არ ახორციელებს. ამას ვაკეთებთ პირველად დიდი ხნის შემდეგ და  ვიწყებთ საქართველოდან,“ -განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

ცნობისთვის, სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს.