გიორგი გახარია – მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე  ერთობლივ აზრს

მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან, – ამის შესახებ პრემირ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა.

„ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც კართულ კანონმდებლობას დიდად არასდროს სცემტა პატივს. იგი არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტური ურყევი პოზიციაა, რომ 1 კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული აღსრულება,  თუ ეს რისკს უქმნისჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია.

მაშინ, როდესაც ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეკგიონალურ გამოწვეევბს და რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ შეიქმენება ეკალაციის არანაირის საბაბი, ამიტომ იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე  ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან.

მინდა მჯეროდეს, რომე ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.