მამუკა მდინარაძე – არანაირ ვადამდელი არჩევნების შესახებ ლაპარაკი არ შეიძლება, ესაა სპეკულაცია!

არანაირ ვადამდელ არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება, ესაა სპეკულაცია!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების პროექტი არ გამოუვიდა და აღნიშნულ საკითხზე საუბარს თავი უკვე დაანებეს.

„ ჩვენ ყველაფრის ხარჯზე გადაწყვეტილების აღსრულებაზე არ მივდივართ ხოლმე. ჯერ კონკრეტული აღმასრულებელი რგოლები ფიქრობენ იმაზე, როგორ უნდა შესრულდეს, ისეთი მტკივნეული გადაწყვეტილებები, რაც ისედაც რთული შესასრულებელია, რომ ამავდროულად ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. საუბარი და შიდა კამათი იყო, მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ეს რა ვადაში უნდა აღსრულდეს, მაგრამ გადაწყვეტის გზებზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ.

არანაირ ვადამდელ არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება, ესაა სპეკულაცია! მე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, თუკი ოპოზიცია ელოდებოდა, ან ახლა ელოდება რაიმე სახის შეთავაზებას მათ მთავარ მოთხოვნაზე, ვხედავთ, რომ ამაზე საუბარს თავი თვითონაც დაანებეს, მათ შორის მათმა მხარდამჭერებმაც, ეს პროექტი არ გამოვიდა“, – განაცხადა მდინარაძემ.