მთავარიპოლიტიკა

ლიეტუვის სეიმის წევრი: თუ საქართველო ლიეტუვის გზას გაიმეორებს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დიდ შანსს ვხედავ, არჩევანი თქვენია – ერთადერთი ალტერნატივა ერთმანეთთან საუბარია

„ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და  ლიეტუვის სეიმის წევრის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ​ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„შევხვდი ნიკა მელიას. მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერსა და მთავრობის წარმომადგენელს. ჩვენ მზად ვართ, შემოგთავაზოთ მედიაცია. დიალოგისთვის, თქვენ გჭირდებათ პარტნიორი. ვიმედოვნებ, რომ საქართველო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს. საქართველო წავა ან ლიტვის ან ბელარუსის გზით. თუ საქართველო ლიეტუვის გზას გაიმეორებს, ვხედავ დიდ შანსს, რომ გაწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატოში, მაგრამ როცა ჩვენ ამ გზას გავდიოდით, ალტერნატივა მხოლოდ ერთად სიარული იყო. თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ საქართველო ქუჩის გზას აირჩევს, საქართველოს შანსი დასრულდება.

არჩევანი თქვენია – გინდათ, ამ პროცესში იყოთ ლიდერები თუ დარჩეთ ამ მოცემულობაში, რომელიც არაფრისმომცემია. ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ვიცით, რომ ან უერთდები ნატოს, ან იღუპები. თქვენ სხვა ალტერნატივა არ გაქვთ და თუ ალტერნატივა არ არსებობს, თქვენ უნდა ესაუბროთ ერთმანეთს. შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესია. ჩვენ მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, აღადგინოთ დიალოგი“ – აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.