ნინო ბურჯანაძე – როდესაც იჭერ პოლიტიკური ნიშნით, გყავს პოლიტიკური სასამართლო და მონა პრეზიდენტი, ეს არის დიქტატურა და ავტორიტარიზმი

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, როდესაც იჭერ პოლიტიკური ნიშნით, გყავს პოლიტიკური სასამართლო, პროკურატურა და  როდესაც  გყავს მონა პრეზიდენტი, ეს არის დიქტატურა და ავტორიტარიზმი, – ამის შესახებ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

„შეიძლება, მედია საშუალებები არ დაარბიონ, თუმცა ფინანსურად მოახშობენ, დაფინანსების ყველა გზას გადაკეტავენ, ეს ძალიან მარტივი სქემაა, რადგან თუ ბიზნესმენები შეუშინდებიან ტელევიზიებში რეკლამის მიტანას, წყნარად მშვიდად მოგუდავენ თავისუფალ სიტყვას.

დღეს არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ გააპროტესტონ ის, რაც დღეს მოხდა. ისინი გამოსავალს ეძებენ  იმით, რომ ამბობენ  „ნაციონალები“ არ მოსწონთ, არ მომწონთ ბურჯანაძე, ეს უბრალოდ საკუთარი სისუსტის ჩვენებაა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს.