გიგი უგულავა – პარლამენტთან, ეწყობა სცენა, რადგან იცით თქვენ, რომ თუ რამე არის თვისუფლებასთან წილნაყარი, ეს არის მუსიკა – მუსიკა ათავისუფლებს

შეუძლებელი იყო გავჩერებულიყავით პარლამენტთან, როდესაც ბოროტების აისბერგის წვერი აქ ზის და აკეთებს მავნებლურ საქმეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ  მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქციაზე  განაცხადა.

უგულავს თქმით, პროტესტანტები ღამეს კარვებში გაათენებენ, ასევე იქნება სცენა და მუსიკა.

„ძირითადი ბაზა იქნება პარლამენტთან, სადაც ახლა კარვებს აწყობენ, რათა ღამე დამრჩენებს ჰქონდეთ შესაძლებლობა რამე გაათენონ. ასევე ეწყობა სცენა, რადგან იცით თქვენ, რომ თუ რამე არის თვისუფლებასთან წილნაყარი, ეს არის მუსიკა – მუსიკა ათავისუფლებს.  აქციების პარალელურად იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის. ეს არ დამთავრდება დღეს, გაგრძელდება ხვალ, ზეგ და ა.შ“, – ნაგაცხადა უგულავამ.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიის ლიდერები  „ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავენ. მათმა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინააცვლა, თუმცა მათივე განცხდებით ძირითადი ბაზა პარლამენტი იქნება.