ლიეტუვის პრეზიდენტი – ლიეტუვა მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, რათა საქართველომ არსებული პოლიტიკური ვითარება გადალახოს

ლიეტუვა რჩება საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდამჭერად და მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, რათა არსებული პოლიტიკური ვითარება გადალახოს, – აღნიშნულია ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„სამწუხაროდ, საქართველოში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია. გამოსავალი მხოლოდ პარტიებს შორის ნამდვილი დიალოგის გზით შეიძლება მოიძებნოს. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური მიზნები მოითხოვს ფართო პოლიტიკურ ერთიანობას და შეთანხმებულ ქმედებებს, მათ შორის კონსტრუქციულ და უწყვეტ დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. ლიეტუვა რჩება საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდამჭერად და მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, რათა არსებული პოლიტიკური ვითარება გადაილახოს. ლიეტუვა მზადაა მედიაციის ძალისხმევისთვის – დიალოგისა და კონსენსუსის მოსაძიებლად ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.