გიგა ბოკერია შარლ მიშელზე – ძალიან კარგია, რომ იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, მხარი დაგვიჭირა ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა

ძალიან კარგია, რომ იმ ამოცანების შესრულებაში, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, მხარი დაგვიჭირა ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულება და დაპატიმრებები და ახალი არჩევნების საკითხი, არის ერთადერთი სწორი ჩარჩო.

„მე შემიძლია გაგიზიაროთ ძალიან დადებითი შთაბეჭდილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივასთან დაკავშირებით და იმ ჩარჩოსთან დაკავშირებით, რომლის ნაწილია ყველა საკვანძო საკითხი: სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა. ამ კონტექსტში საკვანძო – პოლიტიკური მართლმსაჯულება და დაპატიმრებები და ახალი არჩევნებია, ეს არის ერთადერთი სწორი ჩარჩო, რომლითაც შეიძლება წავიდეთ. ძალიან კარგია, რომ ამოცანების შესრულებაში, რომლებიც ქვეყანას სჭირდება მხარი დაგვიჭირა ასეთი მაღალი თანამდებობის პირმა. მხოლოდ მივესალმები ამას”, – განაცხადა ბოკერიამ.