აკაკი მინაშვილი – ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ეს თუ დაკმაყოფილდება, სხვა საკითხებზე ვიფიქრებთ

ნიკა მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ეს თუ დაკმაყოფილდება, სხვა საკითხებზე ვიფიქრებთ, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შეფასებისას.

„თქვენ იცით, რომ ექვსი საკითხი იყო ჩამოწერილი, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა. მთავარია და გადამწყვეტი აქ ჩვენთვის არის, რომ პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელია და პოლიტიკური პატიმრები უნდა გამოვიდნენ გარეთ, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ორივე ეს საკითხი ამ ჩამონათვალშია. ჩვენი პოზიცია უცვლელია და მტკიცეა, ნიკა მელია პირველ რიგში უნდა გამოვიდეს, ყველა ის შეხვედრა უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ მელია გამოვიდეს და მეორე, ვადამდელი არჩევნები. ეს მთავარი საკითხები თუ იქნება დაკმაყოფილებული, სხვა საკითხებზე ვიფიქრებთ“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.