“რომ არა ცეზარ ჩოჩელი მთის საღამოების ტრადიცია გაქრებოდა”

გელა დაიაური

ალბათ უმადურობა და სიკეთის არ დანახვა ყველაზე დიდი სენია, რაც დღეს ქართველებს დაგვჩემდა. სწორედ სიკეთის და მადლიანი საქმის გამო ვწერ ამ სტატუსს. მოგეხსენებათ “მზიურ-ქალაქში” 2007 წლიდან ვატარებთ “ხევსურულ საღამოებს”, რომელიც მიზნად ისახავს მთის და მთის მომღერლების და პოეტების პოპულარიზაციას. იყო საშიშროება, რომ ვეღარ ჩავატარებდით ამ საღამოს, რადგან ორგანიზება თანხებთან არის დაკავშირებული. საბედნიეროდ გამოჩნდა კაცი, ვინც ბოლო 4 წელია მხარში გვიდგას და გახდა ამ საღამოს სპონსორი თავის კომპანიასთან ერთად. ეს კაცი გახლავთ ცეზარ ჩოჩელი. რომ არა მისი კეთილი ნება და გულისხმირება ქართული საქმისადმი, ვერ შევძლებდით ამ ტრადიციული და ლამაზი მთის საღამოების ჩატარებას.

მინდა, ამ საღამოს ორგანიზატორების და მონაწილეების სახელით დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ცეზარ ჩოჩელს და გამოვუცხადო მას სრული მხარდაჭერა ნებისმიერ საქმეში!!!

კომენტარის დატოვება