ჟოზეფ ბორელი – საქართველოში პოლიტიკური ვითარება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რაც ქვეყნის დემოკრატიულობას ძირის გამოთხრით ემუქრება – ყველა მხარემ უნდა შეიტანოს წვლილი, რათა კომპრომისული შეთანხმება შედგეს

სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე, ეს ვითარება საქართველოს დემოკრატიულობას ძირის გამოთხრით ემუქრება,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გააქტიუროს ძალისხმევა, რათა მოხდეს ვითარებას დეესკალაცია.

„საქართველო რჩება ევროკავშირის საკვანძო ასოცირებულ პარტნიორად. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ამბიციური ასოცირების შეთანხმება, რომელიც მას სთავაზობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაციიდან გამომდინარე. ეს ვითარება საქართველოს დემოკრატიულობას ძირის გამოთხრით ემუქრება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ გააქტიუროს ძალისხმევა, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ამ ვიზიტის განმავლობაში ის ჩართული იყო დისკუსიაში პოლიტიკურ პარტიებს შორის და საქართველოდან უკან დაბრუნების შემდეგ. უმაღლეს წარმომადგენელთან თანამშრომლობით. მან გასულ საღამოს მანდატი მიანიჭა კრისტიან დენიელსონს, რომ ჩაერთოს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მედიაციის პროცესში. ჩვენ ველით, რომ საქართველოს პარტიები პროგრესს მიაღწევენ დიალოგის შედეგად, ჩვენ ამ პროცესს აქტიურად მივადევნებთ თვალს. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მედიაციის პროცეში.

ყველა მხარემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, რათა კომპრომისული შეთანხმება შედგეს. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული მოქმედებებისგან. ევროკავშირი პრიორიტეტად ხედავს დემოკრატიის კონსოლიდირებას, მათ შორის საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილიურობასა და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. სამართლიანი დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა, ასევე, არის მოწინავე მნიშვნელობის. ეს არის ჩვენი წინაპირობები საქართველოსთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მიღწეული პროცესი შევაფსოთ უახლოეს პერიოდში, როდესაც შევხვდებით ასოცირების საბჭოს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, 16 მარტს. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვეძლება პროგრესზე საუბარი. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია განვითარდეს პოლიტიკური კრიზისის პირობებში და ქართველ პოლიტიკური აქტორები ვალდებულები არიან ქართველი ხალხის წინაშე, რომ უზრუნველყონ და შესთავაზონ მათ სტაბილური პოლიტიკური ვითარება და წაიყვანონ ქვეყანა კოვიდპანდემიის შემდგომი გაჯანსაღებისკენ. პრეზიდენტ მიშელის მსგავსად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, რათა დარჩნენ დიალოგის კონსტრუქციულ სულისკვეთების ერთგულები,“- განაცხადა ბორელმა.

მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა რეფორმების გატარების პროცესში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.

„სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის მუშაობა, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობა აჩვენებს ამ მიმართულებით ჩვენს ერთგულებაზე. მე ასევე, ვაფასებ ევროპარლამენტის როლს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და ველი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას,“- განაცხადა ბორელმა.