სოსო ტყემალაძე – დადგა ეს სანატრელი დღე, ვნებები ჩაცხრება და სამუშაო რეჟიმში უსწრაფესად გადავალთ, რათა  დავიწყოთ იმ გეგმების განხორციელება, რაც დასახულია

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. ყრილობაზე მის კანდიდატურას 42-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი.

სოსო ტყემალაძის განცხადებით, რაგბის კავშირი სამუშაო რეჟიმს მალე დაუბრუნდება.

„დადგა ეს სანატრელი დღე. რაგბის კავშირს წელიწადნახევარზე მეტია პრეზიდენტი არ ჰყავს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ეს ურთულესი პერიოდი დღემდე მოიყვანა.

ვნებები ჩაცხრება და სამუშაო რეჟიმში უსწრაფესად გადავალთ, რათა მოედანს სწრაფად დავუბრუნდეთ, დავიწყოთ თამაში და  იმ გეგმების განხორციელება, რაც დასახულია,“ – განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

ცნობისთვის სოსო ტყემალაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მანამდე, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.