სოზარ სუბარი – გავრილოვები, ნარიშკინები, დაუნები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული „ნაცმოძრაობისთვის“

არ გამოილევა გავრილოვები, ნარიშკინები, პატრიკ დაუნები, რუსეთის სხვადასხვა აგენტები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული „ნაციონალური მოძრაობისთვის“ -ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „მთავარი არხის“ ეთერში გასული რუსეთში მცხოვრები აშშ-ს მოქალაქის პატრიკ დაუნის ინტერვიუს.

„არ გამოილევა გავრილოვები, ნარიშკინები, პატრიკ დაუნები, რუსეთის სხვადასხვა აგენტები, თუ რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პერიოდულად მაშველ რგოლადაა გადმოგდებული ნაციონალური მოძრაობისთვის. უნდა შევეჩვიოთ ამასაც და ერთ მშვენიერ დღესაც ყველა აღმოვაჩენთ, რომ საქართველოში რუსეთის ყველაზე დიდი აგენტი არის არა რომელიმე პატრიკ დაუნი და რომელიმე ნინო ბურჯანაძე, ან ვიღაც, არამედ მთლიანობაში ეს დესტრუქციული ოპოზიცია. ყველა ერთად აკეთებს რუსულ საქმეს და ერთ მშვენიერ დღეს იმედია თვალი აგვეხილება მთელს საზოგადოებას ის რასაც პირადად მე და ძალიან ბევრი თვალახელილი დღესაც ხედავს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.