ნიკოლოზ ბასილაშვილმა  როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში ბასილაშვილს მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – სამი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ პარტია შვეიცარიელს დარჩა.

სამაგიეროდ, მეორე სეტში ბასილაშვილი სრულ უპირატესობას ფლობდა და ფედერერს პარტია ისე მოუგო, რომ შვეიცარიელმა მხოლოდ ერთი გეიმი აიღო.

მესამე სეტში  ნავსი ბასილაშვილმა გატეხა, როცა მეშვიდე გეიმში ერთბაშად სამი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ სამივე შანსი გაანიავა.

მე-11 გეიმში მან ორმაგი დაფარული მატჩბოლი მოიპოვა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – ქართველმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, რაც ძალიან იოლად გააკეთა – ბოლო გეიმი “მშრალი” ანგარიშით მოიგო და ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცზე გავიდა.