მამა სვიმონი: ვიწვევ ჟურნალისტებს, მინდა ყველამ გაიგოს ეს ამბავი!

ამ წუთებში სამების მოძღვარი, მამა სვიმონი (აბრამიშვილი) დაგვიკავშირდა და საკმაოდ აღშფოთებულმა გვთხოვა ინფორმაციის გაჟღერება. მისი თხოვნაა ჟურნალისტები დაინტერესდნენ. მამაოს თქმით ის მზადაა ხვალ სამებაში ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

-„არასდროს ემოციებს არ ავყოლილვარ, მაგრამ ახლა ნამდვილად ჯობს ეს ინფორმაცია საზოგადოებას მივაწოდო, რადგან მხოლოდ მე არ ვიქნები ერთადერთი, რომელსაც ტაქსის კომპანია 60-60-60 ასე აგდებით და დაცინვით მოექცა. დღეს დავრეკე და სამებაში ტაქსი გამოვიძახე. ველოდე კარგა ხანს და ისევ დავრეკე, არადა ჩემს ნომერს კარგად იცნობენ, ხშირად მჭირდება ტაქსი. მეორედაც მითხრა-მოვა, დაელოდეთ, ოღონდ ტარიფი გაგიძვირდათო და დამცინა. კიდევ ველოდე-მერე მესამედ დავრეკე და მითხრა-არ მოვა ჩვენგან თქვენთან მანქანაო. რა თქმა უნდა მიზეზით დავინტერესდი, ისევ აბუჩად ამიგდო და რომ ვუთხარი, ამ ინფორმაციას მედიის ყველა საშალებით გავაცნობ საზოგადოებასთქო-მითხრა, რაც გინდა ის ქენი, ვისაც გინდა უთხარი და რომელ კამერასთაც გინდა დადექიო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ-ეს არის ნამდვილად არაქართული, არასახალხო და ცინიკური ტაქსის კომპანია. მათ იციან, მამაო რომ ვარ და სწორედ ამიტომ დამცინოდნენ, შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ანტიქრისტიანული კომპანიაა.

მე აუცილებლად გავაჟღერებ ამ ამბავს ტელევიზიით, სააგენტოებით, გაზეთებით. ხვალ, სამებაში მზად ვარ შევხვდე ყველა ჟურნალისტს, რომელსაც დააინტერესებს დეტალები.

599 55 49 11 ეს ჩემი ნომერია და მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი”.

ჩვენ ტაქსის კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ნომერი უკვე 45 წუთია დაკავებულია, ამიტომ სააგენტო მზად არის მოისმინოს და მკითხველს მიაწოდოს აღნიშნული ტაქსის კორპორაციის პასუხი.

 

 

 

კომენტარის დატოვება