“საქართველოს ამომრჩეველმა მესიჯი გააგზავნა პოლიტიკურ სივრცეში”

დიმიტრი კალანდაძე

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

საქართველოს ამომრჩეველმა, მესიჯი გააგზავნა პოლიტიკურ სივრცეში, ის არ სცნობს ოპოზიციურ ძალებს ძველი სახეებით, ის ელოდება ახალ მესამე ძალას ახალი სახეებით, რომელიც ამოავსებს გაჩენილ სიცარიელეს.

დამტკიცდა ის , რომ ალასანია-დემოკრატები პარტია კი არა ძმაკაცების პარტია ყოფილა. ერთი ძმაკაცის წასვლამ გამოიწვია პარტიის ჩამოშლა.

პროგრესის დრო უნდა დაიწყოს საქართველოში, ყველანაირი პირობა არის ამისთვის შექმნილი, მთავარი შემაფერხებელი ძალა , რომელიც წინსვლას ეწინააღმდეგებოდა დამარცხებულია, რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, მას შეუძლია როგორც დიდი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას , ასევე დიდი ბოროტება და ჩიხი. იმედი ვიქონიოთ, რომ პროგრესი იწყება 30 ოქტომბრიდან, თუმცა საზოგადოებამ მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ ხელისუფალნი, მათი ცდუნებები, ანუ არ ვენდოთ, ამით  მათთვისაც კარგი იქნება 4 წლიანი მოღვაწეობის შედეგი და ხალხშიც გაჩნდება რწმენა წინსვლისა და განვითარების.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შემდეგ , პირველად მაქვს განცდა, რომ მეტნაკლებად ლეგიტიმური ხელისუფლება გვეყოლება, კიდე უფრო მეტი სიზუსტით მაქვს განცდა,რომ პროგრესის წრეზე წავედით, ანუ 4 წელში კიდე უფრო ლეგიტიმური ხელისუფლება გვეყოლება, 8 წელში კიდე უფრო მეტი და ა.შ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ლოგიკურ ანალიზში დიდი პრობლემები აქვს, ეს მაგალითიც ამას მეტყველებს, ანუ მივცეთ ხმა სადისტებს და დამნაშავეებს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ იყოს მოქმედი ხელისუფლება. სრული ალოგიზმი!… ადექვატური ვყოფილვარ , როცა ლოგიკურობაში დიდი ეჭვი შევიტანე თავის დროზე.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება