შალვა ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი არჩევნები და არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება

„ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარალამენტო არჩევნების თარიღი და არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლეიბორისტულა პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომელმაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე  მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დატოვა.

„მინდა, განვაცხადო, რომ „ლეიბორისტული პარტია“ ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარალამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის ჩვენს გვერდზე“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა, რომლის თქმითაც, ამ დროისთვის შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა განიხილება.