იანს სტოლტენბერგი – რუსეთს მოვუწოდებთ დატოვოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, გაიყვანოს თავისი ძალები

ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ ბრძანდებით ბრიუსელში, თქვენ ნატოს კარგად იცნობთ და ჩემთვის  დიდი სიამოვნებაა თქვენი ხილვა , – ამის შესახებ  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რითაც მიმართა პრემიერ მინისტრს.

„ჩვენი ძალები ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალისხმევით ავღანეთი არასდროს გახდება საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნე. ჩვენს შეხვედრაზე და ასევე შემდეგ შეხვედრაზე – ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომაზე გვექნება საუბარი იმაზე, თუ როგორ შევქმნათ თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი. ჩვენ ვამზადებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის  თქმით, ნატოს რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა აწუხებს.

„ჩვენ გვაწუხებს რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა რეგიონში. რუსეთი იყენებს ყირიმს, იმისთვის რომ შავ ზღვაში თავისი წარმომადგენლობა გაზარდოს და ჩვენ ასევე ვცდილობთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობის გაზრდას. ნატოს მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. რუსეთს მოვუწოდებთ დატოვოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და გაიყვანოს თავისი ძალები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.