ირაკლი კობახიძე – სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს – რაღაცებზე პოზიციები შეჯერებულია

ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩაშლისთვის რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს.

„ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა, გახსოვთ ბორელის განცხადებების შემდეგ მოაყოლეს შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე, ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წვიდა პროცესი. მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. საინტერესო დისკუსია შედგა, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, რაღაცებზე პოზიციები შეჯერებულია, თუმცა, სხვა საკითხების განხილვაც გრძელდება, იმედი გვაქვს ხვალ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება განხილვა“,-აცხადებს კობახიძე.