არჩილ თალაკვაძე – გული მწყდება, რომ თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 27 წლის ექთნის გარდაცვალებას ეხმაურება და გარდაცვლილის ახლობლებს უსამძიმრებს.

„ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა მედიკოსის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. გული მწყდება, რომ პროფესიონალი, თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას. სამწუხაროა, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოს პარლამენტის სახელით, მთელი გულით თანავუგრძნობ გარდაცვლილი ახალგაზრდა მედიკოსის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა.