სერგო ჩიხლაძე: ნებისმიერი სახის ანტიდასავლური განცხადება ყოვლად დაუშვებელია

პირველ რიგში, ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერი სახის ანტიდასავლური განცხადება, იმიტომ, რომ ჩვენი ერთადერთი პარტნიორი, საყრდენი ძალა საერთაშორისო არენაზე არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა ორივე მხარემ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ მათი მოწოდებები“, – აღნიშნა ჩილაძემ.