ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან

დანაკარგია ვაქცინის 3%-მდე, რაც არის 181 დოზა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. დანაკარგი დოზებით პოლიციის და ჯარის წარმომადგელები აცრან, რომლებიც „სათადარიგო სიაში“ იქნებიან.

„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიცია და ჯარი ჩაერთოს პროცესში და შეიქმნას სათადარიგო სიები. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ეს ადამიანები ვაქცინაციაში ჩაერთვებიან. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.