ხაჯინბა: „უვიზო მიმოსვლით ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში შევა“

sputnik-abkhazia.ru-ს ინფორმაციით, სოხუმში, დე ფაქტო აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა.

1019735265

დე ფაქტო აფხაზეთმა და ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდავურმა რესპუბლიკამ „უვიზო მიმოსვლის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მხარეების განცხადებით, აფხაზეთისა და დნეპრისპირეთის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობენ ხელს.

შეხვედრაზე დაიწყო მოლაპარაკება „დნესტრისპირეთის მოქალაქეებს აფხაზეთში სწავლისა და მუშაობის უფლების მიანიჭებასა და პირიქით“.

შეხვედრის შედეგებს გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და განაცხადა, რომ „დადგება დრო, როცა მსოფლიო აღიარებს დნესტრისპირეთის უფლებებს.

-„ერს აქვს უფლება აირჩიოს თავისი გზა და მსოფლიოც ვალდებული პატივი სცეს ხალხის არჩევანს. ვალდებულია ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი ხალხის განვითარებას და უფლებებს. დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს, იმედი მაქვს, ეს არ იქნება ბოლო დოკუმენტები და ჩვენს შორის თანამშრომლობა უფრო აქტიურ ფაზაში შევა. კარგად ვიცი რა მდგომარეობაა ახლა დნეპრისპირეთში, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მალე ყველაფერი დარეგულირდება“-განაცხადა ხაჯინბამ.

კომენტარის დატოვება