ბიძინა ივანიშვილი სამებაში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ​მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

„ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს, ჩვენს უნიკალურ კულტურას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის წერილშ