სერგი კაპანაძე – ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება – შეუძლებელია გინდოდეს ევროინტეგრაცია და გყავდეს პოლიტიკური დევნილები

ფაქტია, რომ ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება, შეუძლებელია გინდოდეს ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს გყავდეს პოლიტიკური დევნილები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია არის პოლიტიკური დევნილი და ეს ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებაში იკითხება.

„ნიკა მელია არის პოლიტიკური დევნილი, ყველა ჩვენი პარტნიორის განცხადებაში ეს იკითხება. მისი დაკავება იყო სრულიად არაადეკვატური და ლოგიკაზე საუბარი ხელისუფლების ნაბიჯებში, როდესაც ისინი აკავებენ, ან ათავისუფლებენ მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანს, ძალიან ძნელია. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ისევ გააგრძელებს ამ არაადეკვატურ პოლიტიკას და ციხეში დატოვებს, თუ გაათავისუფლებს ძნელი გამოსაცნობია. ფაქტია, რომ ნიკა მელია დიდი ხანი ციხეში არ იქნება, შეუძლებელია გინდოდეს ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს გყავდეს პოლიტიკური დევნილები, განსაკუთრებით, მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერები“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.