მეუფე შიო – ეშმაკების დამარცხება შეიძლება მხოლოდ შებრძოლებით , არ მივიღოთ ის, რასაც გვკარნახობენ დემონები, მაგრამ ეს ღვთის გარეშე შეუძლებელია

მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის მადლი სულისა წმინდისა – არასოდეს არ უნდა დავეჭვდეთ უფლის სიყვარულსა და შეწევნაში, – ამის შესახებ პატრიარქის  ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„ეშმაკების დამარცხება მხოლოდ მათთან შებრძოლებით, შეწინააღმდეგებით შეიძლება, რათა არ მივიღოთ ის, რასაც დემონები გვკარნახობენ. ეს ბრძოლა ღვთის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთი შეგვეწიოს. ამიტომ ამბობს უფალი, რომ მარხვითა და ლოცვით განვალს ნათესავი ესე“ – აღნიშნა პატრიარქის მოსაყდრემ.