გურამ მაჭარაშვილი – „ქართული ოცნების“ უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება, უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გვეყოლება

„ქართული ოცნების“ უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება, უმრავლესობა გვეყოლება საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ გუნდს, არ მგონია, მარტივად იყოს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„საერთოდ, უნდა ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიციის წყალობით, ოპოზიციურ სპექტრში დიდი თავისუფალი სივრცეა, მაგრამ რამდენად შეძლებს ამის ათვისებას გახარიას გუნდი, ამას მომავალი გვიჩვენებს. არ იქნება მარტივი კრიტიკა იმ პერიოდის პროცესების, როცა თავად ამ გუნდის ხელმძღვანელი იყო არაერთ საკვანძო თანამდებობაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის ექვსმა წევრმა მმართველი პარტია დატოვა.