„ქართული ოცნება“: ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც არის საუბარი. როგორც მმართველ გუნდში მიიჩნევენ, ამ საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია.

„გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ გიორგი რურუასთან დაკავშირებით – ის არც პოლიტიკოსია და არც პოლიტიკურ პროცესში რაიმე გარდატეხის შემტანი პირი. მისი გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში გახლავთ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი.

ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას, სწორედ ამიტომ, არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.