ვლადიმერ პუტინი განცხადებით, იგი მზად არის, ვლადიმირ ზელენსკისთან ორმხრივი ურთიერთობები მოსკოვში განიხილოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ორმხრივი ურთიერთობები მოსკოვში განიხილოს.

პუტინის განცხადებით, მოსკოვში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ნებისმიერ მოსახერხებელ დროს არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, თუ ზელენსკის სურს დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან, მოსკოვი ამას მიესალმება.