“მეუფე სტეფანესთან დაპირისპირებულ სასულიერო პირებს განათლება არ აქვთ და მონასტერში მაბეზღარობის გარდა არაფერი უკეთებიათ” – ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, საქართველოში ეკლესიას ორკესტრირებულად ებრძვიან. ამის შესახებ მან ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

“რთული დროა, ოღონდ ვინმემ რამე ცუდი თქვას ეკლესიაზე და ყველას ეძახიან. ტელევიზიები რომ ყურებადი გახდეს, სენსაციები უნდათ. ჟურნალისტებს არ მივმართავ, მაგათ ავალებენ, დღეს სამსახურები ბევრი არ არის და არ უნდათ დაკარგვა. ტელევიზიებს ხელმძღვანელებს და სპონსორებს მივმართავ – რომ აკეთებ ამას, მომავალზე არ ფიქრობ?

ეკლესია როცა ძლიერი იყო, საქართველო იყო ძლიერი. ეკლესია დამპყრობლების დროს ენასაც ინარჩუნებდა და ყველაფერს. სიყვარულით რომ მომიწოდებდე, მივიღებ, მაგრამ როცა სენსაციებზე ხარ, ეს არის ძალიან ცუდი.

ჩაივლის მძიმე მარხვის დღეები, შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულია და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვიღაცებს, ვინც პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ტელევიზიებს, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ, დაფიქრდნენ რას აკეთებენ, ვის ემსახურებიან. თუ მე ვარ მტყუანი, ასმაგად მაზღვევინონ, თუ ისინი არიან ერის და ეკლესიის წინაშე, ერთმაგათ ვაზღვევინოთ.

ლაჩრები არ ვართ,მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ თუ შიგნით ვერ დავიცავით, გარეთ ვის დაგიცავთ?! კიდევ არის დრო შეინანონ, ადამიანებს დაემსგავსონ თავისი საქციელით და გამყიდველობას თავი დაანებონ, თვითონ ხომ მაინც იციან, რომ მატყუარები არიან,”-აღნიშნა ქადაგებისას ეპისკოპოსმა იაკობმა.

ცნობისთვის, დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს მამათა მონასტერში სასულიერო პირებს შრის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ხმაური ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოყვა. მას მეუფე სტენაესთან დაპირისპირებული პირები შეხვდნენ.