“ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უმნიშვნელოვანასეია პანდემიის დასასრულებლად” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს.

გამყრელიძის თქმით, ნომერ პირველი ამოცანა მასობრივი ვაქცინაციაა, რომელზეც გადის პანდემიის დასრულების გზა.
„ქვეყანაში 500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე. ამიტომ, საქართველოს თითოეული მოქალაქე თავის თანამოქალაქეებთან ვალდებულია, რომ აიცრას და თავისი აცრით დაიცვას სხვა ფატალური გამოსავლისგან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით ქვეყანაში სულ ჩატარებულია 38 553 აცრა.