გიორგი რურუა – წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში – მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ განუცხადა.

რურუამ მის მიმართ წარდგენილ ბრალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპატიმროში წელიწადნახევარი „ტყუილი ბრალდებით“ გაატარა.

„წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. რატომ – არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია – ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი რურუამ,