ვიოლა ფონ კრამონი: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რურუას შეწყალებით რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგმა. ტაშს ვუკრავ მის სიმამაცესა და ლიდერობას

ვიოლა ფონ კრამონი გიორგი რურუას შეწყალებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტარმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რურუას შეწყალებით რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგმა. ტაშს ვუკრავ მის სიმამაცესა და ლიდერობას. სხვა ქართველმა პოლიტიკოსებმაც უნდა შეიტანონ წვლილი და მიჰყვნენ/შეუერთდნენ ევროკავშირის მიერ წარდგენილ შეთანხმებას. საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას“, – წერს ფონ კრამონი.