ანრი ოხანაშვილი – „ნაცმოძრაობის” ფიქციური თავმჯდომარე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ციხიდან არ გამოდის, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით

„ნაციონალური მოძრაობის” ფიქციური თავმჯდომარე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ გამოდის ციხიდან, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც „დემოკრატიის ინდექსის“ გაუარესების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მელიას შემთხვევა არის თვალსაჩინო მაგალითი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა.

“საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში არის პრაქტიკულად პირველ ადგილას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თვალსაჩინო მაგალითი არის შემდეგი – “ნაციონალური მოძრაობის” ფიქციური თავმჯდომარე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ გამოდის ციხიდან, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით,”- განაცხადა ოხანაშვილმა.