ალექსანდრე კობაიძე: საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური მთავრობა, “ოცნებაში” დაწყებულია რღვევის პროცესები – გემი იძირება და მას “ვირთხები” ტოვებენ

“საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური მთავრობა”,- ამის შესახებ  “პროგრესული საქართველოს” ლიდერი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს და თავისივე არგუმენტის გასამყარებლად  ოთხპუნქტიანი საკითხის ჩამონათვალი მოჰყავს.

ამასთან, როგორც კობაიძე აღნიშნავს, პოლიტიკურ პარტიებს ლეგიტიმაცია ხალხმა უნდა მიანიჭოს.

“იმისათვის, რომ ამა თუ იმ პარტიამ, ან პარტიებმა კანონიერად შეძლოს/შეძლონ ძალაუფლების კანონიერად  გადანაწილება და დაბალანსება ამისთვის საჭიროა, მათ არჩევნებით მიიღონ ლეგიტიმური უფლება, რომელსაც მიანიჭებთ ხალხი, თუმცა დღევანდელ რეალობაში მმართველ გუნდს საზოგადოების მხრიდან ნდობა და ლეგიტიმაცია არ და აღარ გააჩნია.

ყოველი პარტია საკუთარ ამომრჩეველს წინასწარ აწვდის ინფორმაციას, თუ ვის განიხილავს პრემიერის პოსტზე, რადგან შესაძლოა, ამ ინფორმაციამ გარდამტეხი როლი შეასრულოს არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან სწორედ პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და წარმტების  მომტანი პოლიტიკური გუნდისთვის.

დღევანდელ საქართველოში გვაქვს შემდეგნაირი რეალობა:

31 ოქტომბერი – საპარლამენტო არჩევნები

14 იანვარი – პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.

18 თებერვალი – პრემიერი, გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან მიდის.

25 აპრილი – არჩილ თალაკვაძე ტოვებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს!

ნუთუ კიდევ გაქვთ კითხვები ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით?  ვფიქრობ, რომ ნათლად იკვეთება რღვევის ის პროცესები, რომლებიც დაწყებულია “ოცნების” შიგნით. გემი იძირება და მას “ვირთხები” ტოვებენ,”- აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.