ალეკო ელისაშვილი – ვასაძე პრორუსულობას ღიად ქადაგებს – ის არ მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე

პრორუსს ადამიანებს, დეკლარირებულ რუსულ აგენტურას საქართველოში რაც უფრო ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ამით უფრო ბედნიერი ვიქნები, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ლევან ვასაძის განცხადებას.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, “ვასაძე არ მალავს, რომ კრემლზე ამოსდის მზე და მთვარე”.

“ვასაძე პრორუსულობას ღიად ქადაგებს. ერთი პოლიტიკოსი გვყავს, რომელიც პუტინთან ხელგადახვეული იდგა და ამით დღემდე ამაყობს. მეორე აგერ, ვასაძე ისეთ ხალხთან მეგობრობით ამაყობს “ნა ტბილისიო”, რომ მოუწოდებდა ტანკებს 2008 წლის ომის დროს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.