ანზორ მელია – მიხარია, რომ ნიკა გამოდის თავაწეული და ღირსეული, ევროკავშრიმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ იგი არის პოლიტპატიმარი და უნდა იყოს თვისუფალი – ნიკა „ოცნებას” კაცობის გაკვეთილს ჩაუტარებს

„ევროკავშირი ქურდებსა და კრიმინალებს ფულს უხდის? მან აღიარა, რომ ნიკა არის პოლიტპატიმარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი,” – ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ყველას აჩვენა, რომ პოლიტპატიმარები არ უნდა იყვნენ საქართველოში.

ამასთან, მან  აღნიშნა, რომ იგი ნიკას გადაწყვეტილებას ყოველთვის მხარს დაუჭერს, ისევე როგორც მის პარლამენტში შესვლას.

„ჩვენ რომ გადაგვეხადა გირაოს თანხა,  იმ დანაშაულის აღიარება იქნებოდა,რომელიც ნიკას არ ჩაუდენია. ევროკავშირმა ყველას აჩვენა, რომ პოლიტპატიმარები არ უნდა იყვნენ საქართველოში.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ნიკა გამოდის თავაწეული და ღირსეული. მინდა „ქოცებს” მივმართო, რომ ნიკა მალე გამოვა და მათ კიდევ ერთხელ ვაჟკაცობისა და კაცობის გაკვეთილს ჩაუტარებს. ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, ნიკა როგორი ვაჟკაცი და თავდადებულია, როგორ უყვარს საქართველო და არ იყიდება არც ფულზე, არც სავარძელზე. იგი მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სიღარიბიდან გამოვიდეს, რომ ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება ნორმალური ცხოვრების.

მეცინება, რა უნდათ „ქოცებს”  პარლამენტში, სად გამოიჩეკნენ, რომელ ინკუპატორში. პენსიაზე რომ გავალ, დავჯდები და მაგათ შთამომავლობას ამოვწევ მაღლა, რომ ვნახო საიდან მოდიან ეს არაკაცები.

ნიკა მარტო თავის თავს არ ეკუთვნის, იგი პოლიტსაბჭოს  თავმჯდომარე არის, რომლის წევრების აზრიც უნდა გაითვალისწინოს. რა გადაწყვეტილებასაც ნიკა მიიღებს, იმ გადაწყვეტილებას მე ყოველთვის მხარს დავუჭერ. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი სამშობლოს წინააღმდეგ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს,“ – განაცხადა ანზორ მელიამ.