პავილიონისი: ბოლოს და ბოლოს ნიკა მელია თავისუფალია – ვულოცავ ყველას

“ბოლოს და ბოლოს ნიკა მელია თავისუფალია – თავისუფლება დაცული იქნა, რასაც ყველას ვულოცავ!”, -ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

“ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია. ევროკავშირისა და აშშ-ს მომლაპარაკებლების და პირადად ჩემი წყალობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან მივიღე კრიტიკა, თავისუფლება იქნა დაცული, რასაც ყველას ვულოცავ!”, – წერს პავილიონისი.