აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში არსებული ვითარების შესახებ აფრთხილებს

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ამერიკულმა პერსონალმა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ისრაელი 13 მაისს დატოვა. მისივე განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ.

ამასთან, რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში დაგეგმილი მგზავრობის გადახედვას ურჩევს.