იაგო ხვიჩია – პარლამენტის თავმჯდომარის გაცნობა მაინტერესებდა, ვფიქრობ, საინტერესო და სასიამოვნო გაცნობითი შეხვედრა გვქონდა

პარლამენტის თავმჯდომარის გაცნობა მაინტერესებდა, რაღაც საკითხებზე მაინტერესებდა მისი მოსაზრება. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო და სასიამოვნო გაცნობითი შეხვედრა გვქონდა,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა „გირჩის“ შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან.

მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი პატიმრების მდგომარეობის გაცნობის მიზნით საპატიმროში დეპუტატების ვიზიტების პროცედურას, მეორე კი პარტიების დაფინანსებას ეხებოდა.

„მე მაინტერესებდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად განწყობა რა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, მაგალითად, თქვენ იცით, რომ მე მაღელვებს, ზოგადად, პატიმრების ბედი და გვჭირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდე ხოლმე. ამის წესების და პირობების გარკვევა მაინტერესებდა და მეორე, არსებობს რამდენიმე კანონპროექტი, სადაც მე მაქვს რაღაცნაირი ინტერესი და მაინტერესებდა ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის აზრი, მაგალითად, ერთ-ერთი არის კანონპროექტი, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და პოლიტიკური ლობიზმის განხორციელებას, რომელიც მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისთვის არის მნიშვნელვანი,“- განაცხადა ხვიჩიამ.