ირაკლი კობახიძე – საბოტაჟი, ე.წ.პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია – ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია

ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია“, -ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდრაზე ისაუბრა.

როგორც კობახიძე განმარტავს, ნიკა მელიას კიევში ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან იყო იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის პარტიის რეალური ლიდერი.

“ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის რეალური ლიდერი “ნაციონალურ მოძრაობაში”. ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია, გამოჩნდა ვინ არის რეალური ლიდერი იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც წარიმართება რადიკალური ოპოზიციის მხარეს. ეს პირველ რიგში ოპოზიციის ამ ნაწილს არ წაადგება“,-აღნიშნავს კობახიძე.

როგორც ის განმარტავს, ე.წ. პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, “ნაციონალური მოძრაობა” შევა თუ რა პარლამენტში მეორეხარისხოვანია.

“რაც მთავარია, შარლ მიშელმა უკვე განაცხადა, რომ კრიზისი დასრულებულია. ახლა, სხვა პარტიები შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს მეორეხარისხოვანია, საბოტაჟი დასრულებულია, ე.წ. პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი, “ნაციონალური მოძრაობა” შევა თუ რა პარლამენტში ეს მათი გადასაწყვეტია“,- აღნიშნავს კობახიძე.