კახა კუჭავა – მხოლოდ მშვიდობით, ქვეყნის განვითარებით და ევროპული მომავლის უზრუნველყოფით შევძლებთ დავასრულოთ ოკუპაცია და ერთად ვიცხოვროთ გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას აფხაზეთის დღეს ულოცავს.

„მხოლოდ მშვიდობით, ჩვენი ქვეყნის განვითარებით და ევროპული მომავლის უზრუნველყოფით შევძლებთ დავასრულოთ ოკუპაცია და ერთად ვიცხოვროთ გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში.

გილოცავთ აფხაზეთის დღეს!“, – წერს კუჭავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.