ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი პროექტი არის სრულ შესაბამისობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, მის შეთანხმებებთან, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ წერილობით და ზეპირად

პარლამენტის წევრი, „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი პროექტი, შარლ მიშელის დოკუმენტთან სრულ შესაბამისობაშია. მისივე თქმით, ამნისტია უნდა გავრცელდეს იმ მუხლებზე, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს დღეისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა.

„2 მუხლი არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ იმ მუხლებზე გავრცელდეს ამნისტია რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს დღეისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას არ შევცვლით, შემდგომში როცა იქნება კანონი მიღებული, არის თუ არა ეს დარღვევა, ეს არის ცალკე განსჯის თემა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი პროექტი არის სრულ შესაბამისობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, მის შეთანხმებებთან, რომლებსაც ჩვენ მივაღწიეთ წერილობით და ზეპირად, ამიტომ ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში ურყევია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.