გახარიას და მისი გუნდის მოღვაწეობის შედეგია ის ლარის კურსი, რის გამოც ახლა იწევს გაზის ტარიფი – გიგა ბოკერია

გახარიას და მისი გუნდის მოღვაწეობის შედეგებია ის ლარის კურსი, რის გამოც ახლა იწევს გაზის ტარიფი – ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

,,ბატონი გახარიას შესახებ ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის აზრი ცნობილია. ამ პიროვნებაზე იყო მითი შექმნილი, ივანიშვილის პროპაგანდის მიერ, როგორც ძალიან მაგარი მენეჯერი ეკონიმიკისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულებული კოვიდ კრიზისის. ახლა მისი გუნდის წევრები, რომლებიც ერთ დროს ოდებს უმღეროდნენ გახარიას, იძახიან, რომ ის იყო ცუდი მენეჯერი. თან იძახიან, რომ თურმე არც მაშინ იტყუებოდნენ და არც ახლა.  გახარიას და მისი გუნდის მოღვაწეობის შედეგებია ის ლარის კურსი, რის გამოც ახლა იწევს გაზის ტარიფი. ეს საწვავის ფასის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გააძვირებს პროდუქტებს და უზარმაზარ დარტყმას მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს“. – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, ,,ევროპული საქართველო“  აპირებს, რომ ჰქონდეს კამპანია რათა წნეხი შეუმცირონ მოქალაქეებს გადასახადების დაწევით და პირველ რიგში საწვავზე აქციზის გაუქმებით, რომელიც გამოიღებს პორდაპირ შედეგს.

,, ხელისუფლება ამ კამპანიას აიგნორებს, რადგან უნდა რომ მეტი ფული ამოიღოს ყველა ჩვენი მოქალაქის, მეწარმის ჯიბეებიდან და მერე ფლანგოს პოლიტიკურ ნეპოტიზმზე და კორუფციაზე. ამას შვებოდა გახარია და ამას აკეთებს ღარიბაშვილი“. – განაცხადა გიგა ბოკერიამ.