მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმების 50%-ზე მეტი დათვლილია

ამ დროისთვის დამუშავებული და დათვლილია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი, სულ 1250 უბნის მონაცემები.

მიმდინარეობს წინასწარი მონაცემების ვებგვერდზე გამოქვეყნების პროცესი და ყველას  აქვს შესაძლებლობა, იხილოს პირველადი მონაცემები 50-ვე ოლქში.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაუგაულსა და ბოლნიში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური, ასევე ლაგოდეხსა და სენაკში შუალედური არჩევნების წინასაწრი შედეგების გამოქვეყნება.

კომენტარის დატოვება